საკონტაქტო ნომერი

+995 599 43 33 98

ელ.ფოსტა

მისამართი

საქართველო, თბილისი
4ა, გაზაფხულის ქუჩა

Edit Template

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

ციფრული მარკეტინგი - ეს არის თქვენი ბრენდის პოპულარიზაცია, სოციალურ სივრცეში სწორი აუდიტორიის მოსაზიდად. ციფრული მარკეტინგი უზრუნველყოფს ბრენდის ხილვადობას, მომხარებელთან კავშირს და გაყიდვების გაზრდას.

ჩვენი მომსახურება შექმნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან სტაბილური ზრდისა და პროგნოზირებადი შემოსავლისკენ.

  • მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (SME) და სტარტაპებისთვის: თუ გსურთ სწრაფად და ეფექტურად გაფართოვდეთ ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე.
  • HoReCa სექტორისა და ლოკალური ბრენდებისთვის: თუ გჭირდებათ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების მიმართ მუდმივი მოთხოვნის შექმნა .

თუ თქვენს ბიზნესს ზუსტი და სისტემატური მომხმარებლების მოზიდვის მექანიზმი სჭირდება, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ!

Martex-ის სერვისების მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ თქვენზე მორგებული შეთავაზებები. ჩვენი მთავარი მიმართულებები მოიცავს:

  • სარეკლამო კამპანიები: ეფექტური რეკლამების შექმნა და მართვა Meta-სა და Google-ის პლატფორმებზე.
  • სოციალური მედიის მართვა: თქვენი ბრენდისთვის მიმზიდველი და დამაჯერებელი კომუნიკაციის შექმნა.
  • კონტენტ-მარკეტინგი: ვიზუალური და ტექსტური მასალების შექმნა, რომლებიც რეალურად ყიდიან (ფოტო, ვიდეო, ქოფირაითინგი).
  • SEO ოპტიმიზაცია: თქვენი ვებსაიტის ორგანული ზრდა და Google-ის პირველ გვერდზე მოხვედრა.
  • ვებ დეველოპმენტი: მაღალი კონვერსიის მქონე ლენდინგებისა და ვებგვერდების შექმნა.

მომსახურება არის სრულიად მოქნილი - შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც სრული ციფრული მარკეტინგული პაკეტი, ასევე კონკრეტული მიმართულება, მაგალითად მხოლოდ Meta ან Google რეკლამა, სოციალური მედიის მართვა ან კონტენტ-მარკეტინგი

დიახ. თითოეულ კლიენტთან ვქმნით პერსონალიზებულ პაკეტს, რომელიც ზუსტად შეესაბამება მის მიზნებს, ბიუჯეტსა და განვითარების ეტაპს.

შედეგების გაზომვა

ჩვენი სამუშაო პროცესი არის შედეგზე ორიენტირებული 5 ეტაპიანი სისტემა:

  • გაცნობა (ბრიფი): ვადგენთ თქვენს ბიზნეს მიზნებსა და სასურველ შედეგებს.
  • სტრატეგია: ვქმნით სამიზნე აუდიტორიაზე მორგებულ სამოქმედო გეგმას - სად ვიპოვოთ ისინი და როგორ დავარწმუნოთ.
  • შექმნა: ვამზადებთ მაღალი ხარისხის ვიზუალებსა და დამაჯერებელ ტექსტებს.
  • ტესტირება: ვატარებთ A/B ტესტირებას (10-14 დღის განმავლობაში), რათა აღმოვაჩინოთ ყველაზე ეფექტური სარეკლამო გზავნილები.
  • ზრდის უზრუნველყოფა (მასშტაბირება): ვაძლიერებთ იმ კამპანიებს, რომლებიც ყველაზე მაღალი შედეგით გამოირჩევიან.
  • რეკლამა და ოპტიმიზაცია: თითოეული კამპანია ეფუძნება რეალურ მონაცემებს (CTR, CPA, ROAS). აუდიტორიას, მესიჯებსა და ბიუჯეტს მუდმივად ვაოპტიმიზებთ, რათა შედეგები იყოს პროგნოზირებადი და სტაბილურად მზარდი. ასე, Martex-ის სარეკლამო სისტემა მუშაობს არა ვარაუდებზე, არამედ ანალიტიკასა და გამოცდილებაზე.

ციფრული სამყარო არასდროს ჩერდება, ამიტომ ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება:

  • მუდმივი სიახლეები: ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს Meta-სა და Google-ის ოფიციალურ განახლებებს და დაუყოვნებლივ ვნერგავთ სიახლეებს.
  • შიდა კვლევები: ვატარებთ პროცესების გაუმჯობესების შიდა ტესტებს და ყოველთვიურ სტრატეგიულ შეფასებებს.

არა, გრძელვადიანი კონტრაქტი სავალდებულო არ არის.

თუმცა, სტაბილური და პროგრესული შედეგისთვის რეკომენდებულია მინიმუმ 3 თვიანი თანამშრომლობა. პირობები ყოველთვის მოქნილია და ინდივიდუალურად განისაზღვრება.

კომუნიკაცია და მხარდაჭერა

თვეში ერთხელ მიიღებთ დეტალურ ანგარიშს, სადაც წარმოდგენილი იქნება:

  • კამპანიების შედეგები
  • რამ იმუშავა და რა საჭიროებს გაუმჯობესებას
  • შემდეგი თვის სტრატეგია და ცვლილებები უკეთესი შედეგისთვის

ამასთანავე, თუ კამპანიების მიმდინარეობისას საჭირო ხდება მნიშვნელოვანი ცვლილება ან ახალი შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ გაწვდით ინფორმაციას და ვთანხმდებით საჭირო მოქმედებებზე - ასე უზრუნველყოფილია უწყვეტი კომუნიკაცია და ოპერატიული რეაგირება.

თქვენ გეყოლებათ პერსონალური ექაუნთ მენეჯერი, რომელიც იქნება თქვენი მთავარი საკონტაქტო პირი. ის უზრუნველყოფს მარტივ, სწრაფ და კომფორტულ კომუნიკაციას სრული თანამშრომლობის განმავლობაში.

  • სტანდარტული კონტენტ გეგმა მზადდება ბრიფის მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში.
  • ყოველი თვის კონტენტ-კალენდარი იგზავნება კონტენტ გეგმის დადასტურებიდან 5-7 სამუშაო დღეში.
  • სასწრაფო ცვლილებები კი სრულდება წინასწარი შეთანხმებით.

გაქვთ სურვილი განვითარდეთ ციფრულ სამყაროში?

ჩვენ დაგეხმარებით თქვენზე მორგებული ინდივიდუალური სტრატეგიის მეშვეობით შეარჩიოთ პოზიციონირების ის საშუალებები, რომლებიც ციფრულ სამყაროში თქვენი უნიკალური გზის პოვნაში დაგეხმარებათ

მუშაობის პროცესში შევარჩევთ მეთოდებს, რომლებიც თქვენს ბრენდს სხვებისგან გამორჩეულს გახდის

ჩვენი ყველა ნაბიჯი კი ორიენტირებული იქნება თქვენი მიზნების მიღწევაზე

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ციფრული მარკეტინგის ტენდენციებზე, ინოვაციებსა და Martex-ის ექსკლუზიურ შეთავაზებებზე