გვარამაძის მეღვინეობა ქართული ტრადიციული ღვინის საოჯახო კომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით ოპერირებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე.
რამდენიმე ჰექტრით დაწყებული მეურნეობა საწარმოდ იქცა, რომელიც ამჟამად ოცდათოთხმეტი ჰექტარი ვენახით, 130 ქვევრითა და თანამედროვე იტალიური წარმოების მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი.
ჩვენთან თანამშრომლობის დროს მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად გამოგვეკვეთა ბრენდის იდენტობა და ის კონკურენტული უპირატესობები, რომლებიც მას ამ ხნის განმავლობაში გამორჩეულს ხდიდა.
თითოეული პოსტი და კამპანია ხაზს უსვამდა მის გამორჩეულობასა და ხარისხს. მომხმარებლების დაინტერესებას ციფრულ სამყაროში კი იწვევდა არა მხოლოდ მათ ისტორიებზე შექმნილი პოსტები, არამედ ინტერაქციული და საინტერესო კონტენტი.
გაეცანით ჩვენს გამორჩეულ ნამუშევრებს:







